პირველკურსელთა საბუთების მიღება

2 სექტემბერი 2023

ერთიანი ეროვნული გამოცდებით კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულმა პირებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში შემდეგ თარიღებში:

 

4-8 სექტემბერი

10:00 – 17:00 A1 და A2 ოთახი (პირველი სართული)

9 სექტემბერი

10:00 – 13:00 A1 და A2 ოთახი (პირველი სართული)

 

აპლიკანტის გარდა საბუთების წარდგენა შეუძლია სხვა პირსაც. მათ, ვინც ჯერ არ არის სრულწლოვანი შეუძლიათ საბუთები წარმოადგინონ თავად. 

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  1. სკოლის ატესტატი (ორიგინალი ან ნოტარიული ასლი)
  2. სამხედრო მიწერილობის ასლი (ვაჟებისთვის)
  3. პირადობის მოწმობის 2 ასლი
  4. დაბადების მოწმობის 2 ასლი
  5. 2 ფოტო–სურათი 3x4 (СD-ზე ჩაწერილი ელექტრონული ვერსიაც)
  6. ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ბარათი (შეგიძლიათ დაბეჭდოთ აბიტურიენტის პირადი გვერდიდან)

 

საგნებზე რეგისტრაციასა და სხვა საჭირო პროცედურას გაეცნობით საორიენტაციო შეხვედრაზე. საორიენტაციო შეხვედრების თარიღები და დროები იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში. ასევე იხილეთ საგნებზე ონლაინ რეგისტრაციის თარიღები და დროები. 

 

გაითვალისწინეთ, საორიენტაციო შეხვედრაზე დასწრება მნიშნველოვანია რათა საგნებზე რეგისტრაციის და სხვა პროცედურების გავლა შეძლოთ უხარვეზოდ. 

 

საორიენტაციო შეხვედრები:

 

სკოლა თარიღი პროგრამა დრო
კავკასიის მედიის სკოლა 4 სექტემბერი  ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია 10:00-11:00
PR (პიარი) 11:15-12:15
კავკასიის მედიცინისა და
ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლა
4 სექტემბერი  დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამა 12:30-13:30
ჯანდაცვის მენეჯმენტი 13:45-14:45
დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამა (ინგლისურენოვანი) 15:00-16:00
კავკასიის ჰუმანიტარულ და
 სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
4 სექტემბერი ფსიქოლოგია (ქართულენოვანი/ინგლისურენოვანი) 16:15-17:15
სოციოლოგია, ევროპისმცოდნეობა, 17:30-18:30
კავკასიის ეკონომიკის სკოლა 4 სექტემბერი ეკონომიკა (ქართულენოვანი/ინგლისურენოვანი) 18:45-19:45
კავკასიის ბიზნესის სკოლა 5 სექტემბერი ბიზნესის ადმინისტრირება 10:00 – 11:00
ბიზნესის ადმინისტრირება  (ინგლისურენოვანი) 11:15 - 12:15
ბიზნესის ადმინისტრირების ერთობლივი პროგრამა (ინგლისურენოვანი) 12:30 - 13:30
კავკასიის არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა 5 სექტემბერი არქიტექტურა (ქართულენოვანი/ინგლისურენოვანი) 13:45-14:45
გრაფიკული დიზაინი 15:00-16:00
კავკასიის სამართლის სკოლა 5 სექტემბერი სამართალი 16:15-17:15
კავკასიის ჰუმანიტარულ და
 სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
5 სექტემბერი ინგლისური ფილოლოგია, ქართული ფილოლოგია, ისტორია 17:30-18:30
კავკასიის განათლების სკოლა 5 სექტემბერი ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული პროგრამა 18:45:19:45
კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა 6 სექტემბერი დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები/საჯარო მმართველობა 10:00 – 11:00
დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები (ინგლისურენოვანი) 11:15 - 12:15
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა 6 სექტემბერი კომპიუტერული მეცნიერება,
ელექტრონიკა და კომპიუტერული ინჟინერია 
12:30-13:30
კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი) 13:45-14:45
კიბერუსაფრთხოება,კომპიუტერული მეცნიერება (ერთობლივი, ინგლისურენოვანი) 15:00-16:00
კავკასიის ტურიზმის  სკოლა 6 სექტემბერი ტურიზმი 16:15-17:15
მასპინძლობის მენეჯმენტის ერთობლივი პროგრამა (ინგლისურენოვანი) 17:30-18:30

 

საგნებზე ონლაინ რეგისტრაციის გახსნა:

 

 სკოლა საგნებზე რეგისტრაციის პირველი ეტაპის გახსნა   საგნებზე რეგისტრაციის მეორე ეტაპის გახსნა 
კავკასიის მედიის სკოლა 6 სექტემბერი - 13:00 7 სექტემბერი - 15:00
კავკასიის მედიცინისა და
ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლა
6 სექტემბერი - 15:00 7 სექტემბერი - 17:00
კავკასიის ჰუმანიტარულ და
სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
7 სექტემბერი - 10:00 8 სექტემბერი - 12:00
კავკასიის ეკონომიკის სკოლა 7 სექტემბერი - 13:00 8 სექტემბერი - 15:00
კავკასიის ბიზნესის სკოლა 6 სექტემბერი - 10:00 7 სექტემბერი - 12:00
კავკასიის არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა 7 სექტემბერი - 15:00 9 სექტემბერი - 10:00
კავკასიის სამართლის სკოლა 7 სექტემბერი - 17:00 8 სექტემბერი - 16:00
კავკასიის ჰუმანიტარულ და
სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
7 სექტემბერი - 10:00 8 სექტემბერი - 12:00
კავკასიის განათლების სკოლა 8 სექტემბერი - 10:00 9 სექტემბერი - 12:00
კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა 8 სექტემბერი - 12:00 9 სექტემბერი - 14:00
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა 8 სექტემბერი - 16:00 9 სექტემბერი - 11:00
კავკასიის ტურიზმის სკოლა 8 სექტემბერი - 17:00 9 სექტემბერი - 15:00

 

პირველკურსელთათვის სწავლის დაწყების თარიღია 11 სექტემბერი.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: (+995 32) 2 37 77 77