31 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლას საავტორო უფლებების ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე ეწვია.
მოწვეულმა სტუმარმა სტუდენტებს წაუკითხა ლექცია საავტორო უფლებების დაცვის თანამედროვე გამოწვევებსა და ასოციაციის საქმიანობაზე ამ მიმართულებით. გიგა კობალაძემ ვრცლად ისაუბრა ასოციაციის დაარსების ისტორიასა და თანამედროვე საქართველოში საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ პრობლემებზე.