კავკასიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორები

4 აგვისტო 2023

2023 წლის 29 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალის ფარგლებში, საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა მსოფლიოში გამოჩენილ მეცნიერებსა და საზოგადო მოღვაწეებს გამორჩეული საქმიანობისთვისა და განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის საქართველოს განვითარებაში.

 

საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ: ალმათის მენეჯმენტის უნივერსიტეტის პრეზიდენტსა და დამფუძნებელს - ასილბეკ კოჟახმეტოვს; Solimar International-ის თავმჯდომარეს, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მენეჯმენტის, ტურიზმის კვლევებისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორ-ემერიტუსს - დონალდ ი. ჰოკინსს; იოჰანესბურგის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერსა (რექტორი) და დირექტორს - ლეთლჰოკვა ჯორჯ მპედის.

 

აღსანიშნავია, რომ საპატიო დოქტორის წოდებას კავკასიის უნივერსიტეტი ყოველწლიურად გადასცემს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ მეცნიერებსა თუ საზოგადო მოღვაწეებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მათ მიერ განხორციელებული განსაკუთრებული საქმიანობისთვის.