საერთაშორისო სასწავლო კონფერენცია „კალმის მასწავლებლები“

10 ივნისი 2026

6 ივნისს, საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციისა და კავკასიის უნივერსიტეტის ორგანიზებით შედგა პირველი საერთაშორისო კონფერენცია „კალმის მასწავლებლები“. მონაწილეთა შორის იყვნენ მეცნიერები და პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომელთაც კალიგრაფიის ხელოვნების ხაზები სწავლა-სწავლების შესაძლებლობად, ფიქრისა და განსჯის საგნად აქციეს.

 

კონფერენციამ შეაჯამა კალიგრაფთა ასოციაციის მიერ საგანგებოდ მასწავლებლებისათვის შექმნილი პროგრამა „კალიგრაფიის ონლაინ ტრენინგ კურსი მასწავლებლებისათვის“, რომლის მიზანია არა კალიგრაფიის მასწავლებლების მომზადება, არამედ ფორმალურ თუ არაფორმალურ განათლებაში მომუშავე მასწავლებლებისათვის კალიგრაფიის ხელოვნების მეშვეობით იმ ცოდნისა და უნარების გადაცემა, რომელიც სხვადასხვა საგნების სწავლებისას სწავლა-სწავლების პროცესს აქცევს თავგადასავლად.

 

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს თითქმის ყველა კუთხის წარმომადგენელმა მასწავლებელმა (თბილისი, რუსთავი, თელავი, ლაგოდეხი,  ბოლნისი, ბორჯომი, თერჯოლა, ბათუმი, ოზურგეთი, წალკა) და ევროპის ქვეყნებში მოღვაწე საკვირაო სკოლებისა და კულტურის ცენტრების პედაგოგებმა (ბერლინი (გერმანია), ბარსელონა (ესპანეთი), ლიეჟი (ბელგია), ალბი (საფრანგეთი), დუბლინი (ირლანდია). რაც შეეხება სამეცნიერო ნაწილს: საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციაში, კავკასიის უნივერსიტეტში, ხელნაწთა ეროვნული ცენტრსა და „სულაკაურის გამომცემლობაში“ მოღვაწე მეცნიერებმა მასწავლებლებს გაუზიარებს საინტერესო თეორიები და მასალა საგანმანათლებლო სექტორში არსებული გამოწვევების, განათლების მეცნიერებების, დამწერლობის ისტორიისა თუ უძველესი ხელნაწერებისა და საარქივო ჩანაწერების საფუძველზე.

 

კონფერენციის ორგანიზატორები:

  • საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია
  • კავკასიის უნივერსიტეტი

 

კონფერენციის მხარდამჭერები:

  • „სულაკაურის გამომცემლობა“
  • პლატფორმა „სამასწავლებლო“