2012 წლის 19 და 20 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდა სემინარები თემაზე „ფინანსური ინსტიტუტების ლიკვიდაცია და გაკოტრება".
სემინარები ჩატარდა საქართველოს ეროვნულ ბანკთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში. სემინარებს ესწრებოდნენ სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები.
სემინარებს უძღვებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის სპეციალისტები თამუნა გოდერძიშვილი - იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და ირაკლი კალანდაძე - იურიდიული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი.