პანელური დისკუსია - „ საკვანძო კომპეტენციები - წიგნიერება და ქართული ენის სწავლების გამოწვევები დაწყებით საფეხურზე’’

11 ივლისი 2023

2023 წლის 5 ივლისს პროექტის ფარგლებში - პანელური დისკუსიების ციკლი თემაზექვეყნის განვითარება (ეკონომიკა, დემოკრატია, მშვიდობა) და შრომის ბაზარი - პედაგოგიკის გამოწვევები 2023“, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე საკვანძო კომპეტენციები - წიგნიერება და ქართული ენის სწავლების გამოწვევები დაწყებით საფეხურზე(პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე).

 

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს სასკოლო განათლების დაწყებითი საფეხურის სისტემაში ჩართული ინტერესთა ჯგუფების წარმომადგენლებმა: პედაგოგიკის სტუდენტებმა, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენელმა პედაგოგებმა, მშობლებმა, დირექტორებმა და ასევე დამსაქმებლებმა. მონაწილეებმა წარმოგვიდგინეს თავიანთ მოსაზრებები, გამოცდილება და ხედვები ზემოაღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

 

შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში - მონაწილეებს ჰქონდათ კითხვების დასმისა და კომენტარების გაკეთების საშუალება.

 

პანელური დისკუსიის სპიკერები:

 

დამსაქმებელი - ელგუჯა მელაძე, დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი;
დირექტორი - ნანა ედიშერაშვილი, სსიპ . გორის #8 საჯარო სკოლის დირექტორი (/);
პედაგოგი - მაია ლორთქიფანიძე, ათასწლეულის სკოლა, კათედრის ხელმძღვანელი;
მშობელი - მეგი კავთუაშვილი, "მშობლები განათლებისთვის" აღმასრულებელი დირექტორი;
სტუდენტი - ანა ლიპარტელიანი, კავკასიის უნივერსიტეტი, დაწყებითი პედაგოგიკ.

 

პანელური დისკუსიის მოდერატორები:

 

ალუდა გოგლიჩიძე - კავკასიის განათლების სკოლის დეკანი, აფილირებული ასოცირებული პროფესორი;
პაატა პაპავა - კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი;
გიორგი კეკელიძე - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი.

 

პანელური დისკუსიის ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება კავკასიის განათლების სკოლის ვებ გვერდზე.

 

ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა

კავკასიის განათლების სკოლა

კავკასიის უნივერსიტეტი