26 ივლისს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა საორიენტაციო შეხვედრა გამართა საუნივერსიტეტო გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტებისათვის.
2023 წლის შემოდგომის სემესტრში, კავკასიის უნივერსიტეტის 40-მდე სტუდენტი მონაწილეობას მიიღებს ბილატერალურ საერთაშორისო/ Erasmus+ ის გაცვლით პროგრამებში და გაემგზავრებიან უნივერსიტეტის პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებში შემდეგ ქვეყნებში: აშშ, სამხრეთ კორეა, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, პორტუგალია, ესპანეთი, პოლონეთი, ესტონეთი, ლიეტუვა, რუმინეთი, უნგრეთი, თურქეთი.
შეხვედრის მსვლელობისას, სტუდენტებმა მიიღეს დამატებით ინფორმაცია მობილობის პროცესისა და პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდგომ ეტაპებზე.