13 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტს სკოლა „მოძღვარის“ მე-4 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ.
მათ კავკასიის არქიტექტურის და გრაფიკული დიზაინის სკოლის დეკანმა მაკუნა მენაბდემ და არქიტექტურის სტუდიის ხელმძღვანელმა ლუკა ქობალიამ ჩაუტარეს სახვითი და შემეცნებითი აქტივობა. მოსწავლეებმა თავიანთ დავალებას ძალიან კარგად გაართვეს თავი, რის შემდეგაც მოსწავლეებს კამპუს ტური ჩაუტარდათ.