26-29 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია, უნივერსიტეტის პრეზიდენტის, კახა შენგელიას ხელმძღვანელობით, როტერდამში, EAIE-ეს (European Assosciation for International Education) ყოველწლიურ საუნივერსიტეტო გამოფენაზე იმყოფებოდა.
კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან, დელეგაციას წარმოადგენდნენ, უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ირენა მელუა, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი ქეთევან კარბაია და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე- ანი თავართქილაძე.
EAIE არის საერთაშორისო განათლების მიმართულებით ევროპის უდიდესი ასოციაცია, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებსა და ორგანიზაციებს ერთმანეთთან აკავშირებს. აღნიშნულ კონფერენციასა და გამოფენაში მონაწილეობა კავკასიის უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენდა მოქმედ პარტნიორ უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრისა და ახალი პარტნიორების მოძიების თვალსაზრისით.