19-21 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ საბერძნეთის დასავლეთ მაკედონიის უნივერსიტეტის (University of Western Macedonia) დელეგაციას უმასპინძლა.
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ:პანაიოტის სარიგიანიდისი(Panagiotis Sarigiannidis),ITHACA ლაბორატორიის დირექტორი, MetaMind Innovations-ის თანადამფუძნებელი,დასავლეთ მაკედონიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ალექსანდრა გიოლა გენი( Alexandra Giola Genni), ევროკავშირის პროექტის მენეჯერი, ილიას სინიოსოღლუ (Ilias Siniosoglou) დასავლეთ მაკედონიის უნივერსიტეტის მკვლევარი და ევროკავშირის პროექტის მენეჯერი.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან კახა შენგელიასთან, ვიცე პრეზიდენტთან ბორის ლეჟავასთან, ტექნოლოგიების სკოლის დეკანთან, შოთა ნიჟარაძესთან, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორთან ქეთი კარბაიასთან და პრეზიდენტის თანაშემწესთან საერთაშორისო ურთიერთობებში, ამინ ნაგელიანთან.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებაზე, კერძოდ ევროკავშირის დაფინანსებული პროექტების ერთობლივად განხორციელებაზე, აგრეთვე სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის შესაძლებლობაზე.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები განხორციელდა საქართველოს სამთვრობო და კერძო უწყებების წარმომადგენლებთანაც.