შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო არსებული პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამართლის და მედიის სკოლებში ერთობლივი ორმაგი ხარისხის პროგრამებთან დაკავშირებით თანამშრომლობას. აღსანიშნავია, რომ ჩესტერის და კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ერთობლივი ორმაგი ხარისხის პროგრამა დიდი პოპულარულობით სარგებლობს. დელეგაცია კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეხვდა, რომლებიც ერთი სემესტრის ან ერთი წლის განმავლობაში ისწავლიან ჩესტერის უნივერსიტეტში გაცვლით და ორმაგი ხარისხის პროგრამებზე.
შეხვედრა წარმატებით დასრულდა. უნივერსიტეტებს შორის პარტნიორული ურთიერთობის გაგრძელებას მოეწერა ხელი.
შეხვედრა წარმატებით დასრულდა. უნივერსიტეტებს შორის პარტნიორული ურთიერთობის გაგრძელებას მოეწერა ხელი.