2-6 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, კოდოლანის უნივერსიტეტის, უნგრეთი (Kodolanyi Janos University, HUNGARI) ტურიზმისა და მარკეტინგის ფაკულტეტის პროფესორებს კრისტინა ბოლჰოის(Krisztina Bolhoy) და მართა ბერენდის (Marta Berendi), Erasmus + აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო პროგრამებისა და მიღწევების შესახებ. მოწვეული პროფესორისთვის, დამატებით სალექციო საათები დაიგეგმა კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის ელენე ჯღარკავას სასწავლო კურსის ფარლგებში და კავკასიის ტურიზმის სკოლის პროფესორის ლევან წიქარიშვილის ლექციის ფარგლებში.
აღსანიშნავია, რომ Erasmus+ კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, კოდოლანის უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი პარტნიორია უნგრეთში. უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას კვლევისა და სწავლების კომპონენტის ფარგლებში.