ფინანსთა მინისტრის სტუმრობა

11 იანვარი


ფინანსთა მინისტრის პრეზენტაციაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო მთავრობის ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. საგზაო, ურბანული და რეგიონული ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარება, სამრეწველო და ტურისტული ბიზნესის განვითარება, ენერგოსექტორში ახალი სიმძლავრეების შექმნა, აგრარული სექტორის განვითარებისთვის წინაპირობების შექმნა, კერძო სექტორის განვითარებაზე მიმართული ეფექტური ბიზნეს-გარემოს შექმნა - ყველა ეს ატრიბუტი განაპირობებს საქართველო თანმიმდევრულ ჩამოყალიბდეს რეგიონულ სავაჭრო, ლოჯისტიკურ და ეკონომიკურ ცენტრად.

შეხვედრაზე სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო საკითხების ირგვლივ მინისტრისათვის შეკითხვები დაესვათ.