17-18 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით - ირენა მელუა ტუშას უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, რომელსაც ამავე უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სტეფანო უბერტინმა (Stefano Ubertini) უმასპინძლა.
შეხვედრების მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს ერაზმუს+ კრედიტ მობილობის ფარგლებში არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე, აგრეთვე ენოლოგიის ერთობლივი საბაკალავრო პროგრამის განხორციელების შესაძლებლობებზე. ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო ურთიერთობების, აგრეთვე ბიოლოგიური, აგრო-კვებითი და სატყეო სისტემის ინოვაციების ფაკულტეტის (INNOVATION IN BIOLOGICAL, AGRO-FOOD AND FOREST SYSTEMS - DIBAF) წარმომადგენლებთან.
კავკასიის უნივერსიტეტს ტუშას უნივერსიტეტთან იტალიაში წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს.უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი მობილობა განხორციელდა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ჩართულობით.