ლეილა კარიმის სამეცნიერო ნაშრომი A დონის მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა

28 იანვარი 2025

საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „The Journal of Headache and Pain“ გამოქვეყნდა სამეცნიერო სტატია „Serial systemic immune inflammation indices: markers of acute migraine events or indicators of persistent inflammatory status?

 

ნაშრომის ავტორია ლეილა კარიმი (ფსიქოლოგიის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი), კავკასიის უნივერსიტეტის და RMIT უნივერსიტეტის (მელბურნი, ავსტრალია) პროფესორი.

 

იხილეთ სტატიის ბმული.

 

Tissa Wijeratne, Melanie J. Murphy, Chanith Wijeratne, Paolo Martelletti, Leila Karimi, Vasso Apostolopoulos, Carmela Sales, Nina Riddell, Sheila G. Crewther. Serial systemic immune inflammation indices: markers of acute migraine events or indicators of persistent inflammatory status? (2025) The Journal of Headache and Pain, 25 (7). იხილეთ ბმული.

ჟურნალი „The Journal of Headache and Pain“ ინდექსირებულია SCOPUS-ის (Elsevier) საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში, რომლის CiteScore არის 11.8 და განეკუთვნება A დონეს.

 

იხ. ბმული.

 

შაკიკი ყველაზე გავრცელებულ რთული ნევროლოგიურ დაავადებაა, რომელიც მსოფლიოში მილიარდზე მეტ ადამიანს აწუხებს. ნეიროგენული ანთება დიდი ხანია აღიარებულია შაკიკის პათოფიზიოლოგიის ძირითად ფაქტორად. კვლევის მთავარი მიზანი იყო „სერიული სისტემური იმუნო-ანთებითი ინდექსების“ (SSIIi) კლინიკური სარგებლიანობის შესწავლა, როგორც ანთების ხანგრძლივობისა და სიმძიმის შედარებითი საზომი, აურითა და აურის გარეშე შაკიკის მქონე პაციენტებში, როგორც სტაციონარულ, ისე ამბულატორიულ პირობებში.

 

კვლევა განხორციელდა 186 შაკიკით სტაციონარულ პაციენტზე. კვლევამ აჩვენა, რომ „სერიული სისტემური იმუნო-ანთებითი ინდექსების“ SSIIi-ს დონე მნიშვნელოვნად დაბალი იყო აურით შაკიკის მქონე პაციენტებში, შედარებით აურის გარეშე შაკიკის მქონეებთან. აურით შაკიკის მქონე პაციენტებში SSIIi-ს მნიშვნელოვანი შემცირება აღინიშნა, მაშინ როცა აურის გარეშე შაკიკის პაციენტებში და კონტროლის ჯგუფში SSIIi სტაბილურად მაღალი დარჩა. კონტროლის ჯგუფის მონაცემები მსგავსია აურის გარეშე შაკიკის პაციენტების მაჩვენებლების, რაც მიუთითებს, რომ სისტემური ანთება შესაძლოა მუდმივი იყოს შაკიკის ზოგიერთ პაციენტში. აღნიშნული დასკვნები შაკიკის პათოფიზიოლოგიის, ქრონიკულობისა და პროგრესის კვლევის საჭიროებას უსვამს ხაზს, რათა უკეთ გავიგოთ ანთების როლი შაკიკის სხვადასხვა ფაზაში.

 

ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტი, კავკასიის უნივერსიტეტი