18–19 ნოემბერს, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტური საბჭოს ორგანიზებით, ფეხბურთის შიდა ჩემპიონატი გაიმართა.
მასში პირველი, მეორე და მეოთხე კურსის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. ტურნირი ძალიან საინტერესო და დაძაბული აღმოჩნდა. CST-ის გარდამავალი თასი პირველი კურსის სტუდენტებს–თორნიკე თურქაძეს, ბაკურ ჯანაძეს, ირაკლი გოგოლაძეს, იმედა აივაზაშვილს და გიორგი მამულაშვილს გადაეცათ.