სტაჟირება ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტებისთვის

11 იანვარი

კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტები სტაჟირებას პარტნიორ კომპანიაში „კავკასუს ონლაინი" გაივლიან.

 

ტექნოლოგიების სკოლის 12 სტუდენტი კონკურსის წესით "კავკასუს ონლაინის" პროექტის ფარგლებში შეირჩა. კავკასიის უნივერსიტეტთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლები - ლელა კეკუა (შერჩევის მენეჯერი) და ეკატერინე გზირიშვილი (რადიომომსახურების განყოფილების უფროსი) კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტებს შეხვდნენ და სპეციალურად სტუდენტებისთვის მომზადებული სტაჟირება/დასაქმების პროგრამა გააცნეს.