კონკურსი CU CODE QUEST აბიტურიენტებისთვის

18 მარტი 2024

16 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, კონკურსი აბიტურიენტებისთვის CU CODE QUEST გაიმართა.

 

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ კოდირებისა და თამაშის განვითარების საწყისებს Scratch პლატფორმის საშუალებით. კონკურსის ფარგლებში, მონაწილეებმა მოისმინეს სპეციალურად შემუშავებული ლექცია პროგრამირების საფუძვლების შესახებ. რის შემდეგაც მოეწყო თამაშების შეჯიბრი.

 

პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს საჩუქრად გადაეცათ CU-ის ბრენდირებული ნივთები, ხოლო ყველა მონაწილეს სერტიფიკატი.