9-15 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, ციფრული ლოგისტიკის კვირეული მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც სფეროსთვის რელევანტური თემების ირგვლივ სხვადასხვა ტიპის აქტივობა გაიმართა.
ჩატარდა: ბიზნეს თამაში FRESH Connection; SAP ERP-ის სამ დღიანი ვორკშოპი. გაიმართა სამუშაო შეხვედრა ვილდაუს გამოყენებითი და ტექნიკური მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორებსა და კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის.
ასევე, ვუმასპინძლეთ გერმანიის ელჩს ერნსტ პეტერ ფიშერს და DAAD-ის თბილისის რეგიონული ოფისის უფროსს გებჰარდ რეულს, რომლებიც შეხვდნენ CU-ის სტუდენტებს. კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა საჯარო ლექციები - ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტი და გლობალური ეკონომიკური გამოწვევები ლოგისტიკაში.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტი 3 წელია წარმატებით ახორციელებს ციფრული ლოგისტიკის სამაგისტრო პროგრამას ვილდაუს გამოყენებითი და ტექნიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან ერთად. პროგრამა პირველი და ერთადერთია საქართველოში და ხორციელდება DAAD-ის და საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციის მხარდაჭერით.