11-12 მარტს კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა კონკურსი "არქიტექტონი".
კონკურსში მონაწილეებს უნდა შეექმნათ ნამუშევარი თამაზე „მომავლის ქალაქი“. ნამუშევრის შესრულების ფორმა (მაკეტი, პროექტი, ნახატი, ნახაზი) თავად კონკურსანტებმა გადაწყვიტეს. ნამუშევრები შეფასდა სპეციალური კომისიის მიერ.
- I ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 15 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.
- II ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 9 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.
- III ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 6 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.
იხილეთ კონკურსის საბოლოო შედეგები.
დაჯილდოვება გაიმართება 18 მარტს 14:00 საათზე.