11-13 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, ციფრული ლოგისტიკის კვირეულის ფარგლებში, ლოგისტიკის და მიწოდების ჯაჭვის სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის SAP ERP-ის ვორკშოპი გაიმართა.
ვორკშოპმა მონაწილეებს საშუალება მისცა შეესწავლათ მატერიალური ნაკადების დაგეგმვის და მართვის ინსტრუმენტები და გასცნობოდნენ გაყიდვების, დისტრიბუციის, ასევე საწყობის მენეჯმენტის თანამედროვე პრაქტიკას და აპლიკაციებს.
ვორკშოპს გაუძღვა ვილდაუს გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტის ტრენერი მიხეილ მიულერი.
ვორკშოპი 3 დღიანი იყო და მოიცავდა შემდეგ მოდულებს:
- მატერიალური ნაკადების მართვა (SAP-MM)
- გაყიდვები და დისტრიბუცია (SAP-SD)
- საწყობის მართვა (SAP-WMS)
დასრულების შემდეგ მონაწილეებს კავკასიის და ვილდაუს ტექნიკურ გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტების ერთობლივ სერტიფიკატები გადაეცათ.