ევროპული სწავლებ
პროექტის მიზანია ევროპული სწავლების საუნივერსიტეტო გამოცდილების გაზიარება დევნილებითა და ეთნიკური უმცირესობებითა დასახლებული რეგიონების სკოლების მოსწავლეთა და მასწავლებელთათვის, მათი ოჯახებისათვის; ცნობიერების ამაღლება ევროპული ინტეგრაციის, ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შესახებ ევროპისმცოდნეობის საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამის აკადემიური პერსონალის, სტუდენტებისა და ჩართულობით.
- პროექტით გათვალისწინებული აქტივობებია:
- სამუშაო შეხვედრა/სემინარები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში;
- მრგვალი მაგიდა მასწავლებელთათვის ევროპელი ექსპერტების მონაწილეობით;
- კონკურსი მოსწავლეთა და მასწავლებელთათვის;
- შეხვედრები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სამოქალაქო განათლების სწავლების ფარგლებში საგნობრივი სტანდარტის განვითარების თვალსაზრისით;
- ევროინტეგრაციის კუთხით სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოს შემუშავება ოთხ ენაზე.
პროექტს ხელმძღვანელობენ კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი გურანდა ჭელიძე და კავკასიის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ქარდავა.