ირანს 4 დღიანი ვიზიტით კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია სტუმრობდა. ვიზიტის მასპინძელი ედალატის უნივერსიტეტი და კვლევითი ინსტიტუტი SITI 1 იყო, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტთან დიდი გეგმები აქვს ტურიზმის სკოლის მიმართულებით. შეხვედრების ოფიციალური ნაწილი იმართებოდა კვლევით ინსტიტუტში. აუდიენციის მიზანი თანამშრომლობის გაღრმავება და ერთობლივ პროექტზე მუშაობა იყო. ოფიციალური შეხვდრების დროს ედალატის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი და კვლევითი ინსტიტუტის SITI 1-ის დირექტორი მალექზადე მუდმივად აღნიშნავდა, რომ კავკასიის უნივერისტეტსა და ედალატის უნივერსიტეტის შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისთვის მზადაა.
