2026 წელს კავკასიის უნივერსიტეტში დაფუძნდა საერთაშორისო, რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალი „კავკასიის სამართლის ჟურნალი“ (Caucasus Law Journal), რომლის მთავარი რედაქტორია კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი ირაკლი შამათავა.
ჟურნალის მიზანია სამართლის დარგში პრაქტიკული, სამეცნიერო და შედარებით-სამართლებრივი კვლევების გამოქვეყნება, ასევე აკადემიური დისკუსიის გაღრმავების ხელშეწყობა. ჟურნალი ორიენტირებულია საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში მაღალი სამეცნიერო სტატუსისა და ავტორიტეტის მოპოვებაზე, ქართული სამართლის ევროპულ და საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობასა და საერთაშორისო სამეცნიერო პლატფორმის ჩამოყალიბებაზე.
ჟურნალს მინიჭებული აქვს საერთაშორისო სტანდარტული სერიული ნომრები: ISSN 3088-4446 (ბეჭდური გამოცემა) და e-ISSN 3088-4454 (ელექტრონული გამოცემა). ჟურნალის ოფიციალური გამომცემელია კავკასიის უნივერსიტეტი.
ჟურნალი გამოიცემა ინგლისურ ენაზე, წელიწადში ორჯერ, ბეჭდური და ელექტრონული ფორმით. სარედაქციო კოლეგიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია სპეციალური დამატებითი ნომრის გამოცემაც. ჟურნალში სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება უსასყიდლოა.
ჟურნალში გამოსაქვეყნებლად მიიღება ნაშრომები, რომლებიც შეიცავს მეცნიერულ სიახლეს და ეხება სამართლის აქტუალურ თეორიულ თუ პრაქტიკულ საკითხებს. ნაშრომის წარდგენა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე თანაავტორობით.
სტატიების წარდგენა შეუძლიათ კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს, საქართველოს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს, უცხოური უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების პროფესორ-მასწავლებლებსა და მკვლევრებს, დამოუკიდებელ მკვლევრებს, დოქტორანტებსა და პრაქტიკოს იურისტებს.
ჟურნალში წარდგენილი სამეცნიერო ნაშრომები ექვემდებარება დამოუკიდებელ, ორმხრივ ანონიმურ რეცენზირებას (Double-Blind Peer Review). ჟურნალი ფუნქციონირებს ღია წვდომის (Open Access) პრინციპით და ნაშრომები ქვეყნდება Creative Commons Attribution 4.0 International (CC BY 4.0) ლიცენზიის საფუძველზე.
ჟურნალის განვითარების პოლიტიკა ითვალისწინებს საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზებში ეტაპობრივი ინდექსირებისთვის საჭირო პროცედურების განხორციელებას, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებასა და აკადემიურ სივრცეში ჟურნალის ცნობადობის გაზრდას.
დამატებითი ინფორმაცია:
- ჟურნალის ოფიციალური ვებ-გვერდი.
დანართები:
-
კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამეცნიერო ჟურნალის დებულება (Georgian)
-
Regulations of the Scientific Journal of the School of Law (English)
-
კავკასიის სამართლის ჟურნალის ავტორთა სახელმძღვანელო (English)
-
კავკასიის სამართლის ჟურნალის ავტორის დეკლარაციის ფორმა (English)
-
ანონიმური რეცენზირების დასკვნის ფორმა, დანართი №1 (English)
