29 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდა საინფორმაციო სახის შეხვედრა ახალგაზრდა ევროპელი ელჩების მიერ.
შეხვედრაზე განხილული იყო თემები, როგორიცაა: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ორგანიზაციის ფუნქციონირება და მიზნები, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასწავლო პროგრამები და ინიციატივაში გაწევრიანების შესაძლებლობები.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.