26 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, CU-ის სტუდენტებისთვის მკლავჭიდის ჩემპიონატი ჩატარდა.
შეჯიბრის დაწყებამდე მონაწილეებსა და გულშემატკივრებს სიტყვით მიესალმა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია. შეჯიბრამდე თბილისის და სრულიად ქართლის მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტმა ვაჟა სამადბეგიშვილმა და მსოფლიო ჩემპიონმა, ნაკრების მწვრთნელმა მალხაზ ხვედელიძემ მონაწილეებს ჩაუტარეს მასტერკლასი.
შეჯიბრი ჩატარდა სამ წონით კატეგორიაში (60კგ, 70კგ, 80+კგ) და ასევე, ყველა კატეგორიაში მარცხენა და მარჯვენა ხელზე.
60კგ მარცხენა ხელის წონით კატეგორიაში გაიმარჯვა ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტმა ნიკა ნინუაშვილმა, მეორე ადგილი დაიკავა ეკონომიკის სკოლის სტუდენტმა გიორგი ბექაურმა, მესამე ადგილი კი დაიკავა ბიზნესის სკოლის სტუდენტმა ალექსანდრე ხვიჩიამ.
60კგ მარჯვენა ხელის წონით კატეგორიაში გაიმარჯვა ეკონომიკის სკოლის სტუდენტმა გიორგი ბექაურმა, მეორე ადგილი დაიკავა ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტმა ნიკა ნინუაშვილმა, მესამე ადგილი კი დაიკავა ბიზნესის სკოლის სტუდენტმა ალექსანდრე ხვიჩიამ.
70კგ მარცხენა ხელის წონით კატეგორიაში გაიმარჯვა ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტმა სულკჰან-საბა ჯაჭვაძემ, მეორე ადგილი დაიკავა ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტმა დავით სუთიძემ, მესამე ადგილი კი დაიკავა სამართლის სკოლის სტუდენტმა აკაკი მანჯავიძემ.
70კგ მარჯვენა ხელის წონით კატეგორიაში გაიმარჯვა ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტმა სულკჰან-საბა ჯაჭვაძემ, მეორე ადგილი დაიკავა კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტმა ვახტანგ ტალახაძემ, მესამე ადგილი კი დაიკავა ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტმა ანრი კვეზერელმა.
80კგ+ მარცხენა ხელის წონით კატეგორიაში გაიმარჯვა ბიზნესის სკოლის სტუდენტმა ილია შოშიაშვილმა, მეორე ადგილი დაიკავა ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტმა ირაკლი ჩხიტუნიძემ, მესამე ადგილი კი დაიკავა ბიზნესის სკოლის სტუდენტმა გიორგი გორგიშელმა.
80კგ+ მარჯვენა ხელის წონით კატეგორიაში გაიმარჯვა ბიზნესის სკოლის სტუდენტმა ილია შოშიაშვილმა, მეორე ადგილი დაიკავა ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტმა ირაკლი ჩხიტუნიძემ, მესამე ადგილი კი დაიკავა ბიზნესის სკოლის სტუდენტმა გიორგი გორგიშელმა.
საპრიზო ადგილზე გასულებს გადაეცათ სიგელები და მედლები, ასევე CU-ის საჩუქრები, ხოლო პირველ ადგილზე გასულმა მონაწილეებმა აღმართეს გარდამავალი თასი.
მკლავჭიდის ფედერაციის წარმომადგენლებს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა CU-ის ბრენდირებული საჩუქრები გადასცა.
ჩემპიონატის სპონსორი კომპანიები იყვნენ: Doritos Georgia და Sandora Georgia.