კამპანია ძალადობის წინააღმდეგ

28 ნოემბერი 2022

28 ნოემბერს, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ჭრილში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში „ლიბრარეა“,  სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.

 

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, დისკუსია გაიმართა სახელმწიფოში არსებულ კანონით განსაზღვრულ მომსახურებებზე, სერვისებსა და უფლებებზე.

 

შეგახსენებთ, რომ სააგენტოს მთავარი პრიორიტეტი ძალადობის მსხვერპლთა დაცვა, დახმარება და რეაბილიტაციაა.

 

კავკასიის უნივერსიტეტი უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას, რომელიც მსოფლიოში 1991 წლიდან აღინიშნება და 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოხვრის საერთაშორისო დღეს იწყება, ხოლო 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღით სრულდება.