კავკასიის უნივერსიტეტის ლათინო - ამერიკული ცეკვების კლუბი ,,სტუდფესტ 2024’’- ის ჩემპიონატზე

20 მაისი 2024

კავკასიის უნივერსიტეტის ლათინო-ამერიკული ცეკვების კლუბმა  „სტუდფესტი 2024“- ის ფარგლებში გამართულ თანამედროვე ცეკვების კონკურსში მიიღო მონაწილეობა, სადაც წარმატებით იასპარეზა და მესამე ადგილი დაიკავა.

 

ჩემპიონატი ორგანიზებულია სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის მიერ.

 

„სტუდფესტი 2024“ ტარდება საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით.