საუბრები ლიბრარეაში - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება საქართველოს მიერ, მიღწევები და გამოწვევები

23 დეკემბერი 2023

CU-ის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეა“-ში, საუბრები ლიბრარეას ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მმართველი კომიტეტის წევრ და სხვადასხვა ქვე-კომიტეტის ექსპერტ ლევან მესხორაძესთან.

 

შეხვედრის მთავარი თემა იყო: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება საქართველოს მიერ,რუსეთის პასუხისმგებლობები საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ოთხოზორიას საქმის განხილვა სტრასბურგში, რუსეთიდან დეპორტირებული ქართველების საქმე და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები.

 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში ჩატარდა.