CU თანასწორობის კლუბი - "არა კის არ ნიშნავს"

24 ნოემბერი 2022

21 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში "ლიბრარეა", CU თანასწორობის კლუბმა შეხვედრათა სერია  გამართა,  #ALLFORYOUTH კამპანიის ფარგლებში. ღონისძიების მთავარი თემა იყო "არა კის არ ნიშნავს".

 

შეხვედრას წარუძღვა მოწვეული სპიკერი ელენე ქაიხოსროშვილი, რომელიც ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის იურისტია.

 

შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი თემები, როგორებიცაა: სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის ზოგადი განმარტება; ძალადობის ფორმები და მისი ფარული, რთულად ამოსაცნობი სახეები; თანხმობაზე დაფუძნებული ფიზიკური კავშირი - როგორ გამოიხატება თანხმობა.

 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, დამსწრე აუდიტორიამ მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღო.