კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, 22 დეკემბერს, სტუდენტებისთვის „CU რა? სად? როდის? 2023“ გაიმართა, რომელიც კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანმა, მოაზროვნე სოსო ბერიკაშვილმა წაიყვანა.
პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის გუნდმა - ,,იგი’’, ხოლო საუკეთესო მოაზროვნე გახდა გიორგი დოლიძე.
მეორე ადგილზე გავიდა კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეციერებათა სკოლის გუნდი - ,,კარიატიდა’’,ხოლო მესამე ადგილი დაიკავა სახელმწიფო მართვის სკოლის გუნდმა - ,,ზვიადის გზა უფლის სახელით-მეტი თავისუფლება’’.
საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია - "ლიბრარეა"-ს 300 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები და მაღაზია ბიბლუსის წიგნები და ვაუჩერები გადაეცათ. გამარჯვებულ გუნდს, ასევე, უნივერსიტეტის პრეზიდენტმა სტუდენტურ საშობაო წვეულებაზე დასასწრები ბილეთები გადასცა.
ღონისძიების სპონსორი კომპანიები იყვნენ: დორიტოსი და კოკაკოლა.
მონაწილეების გაფრთიანებაზე იზრუნა ენერგეტიკულმა სასმელმა - რედბული.