„ფეფეს თასი 2022“-ის ფინალი

18 ოქტომბერი 2022

18 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სპორტულ მოედანზე, საფეხბურთო ჩემპიონატი „ფეფეს თასი 2022“-ის  ფინალი გაიმართა.

 

თამაშის დაწყებამდე, ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს სიტყვით მიესალმნენ: კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი სასწავლო დარგში ნუგზარ სხირტლაძე, სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის უფროსი მერი ხვიჩია და სააფთიაქო ქსელი „ავერსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლალი ბრეგვაძე.

 

თამაში გიორგი ნიშნიანიძის (ფეფეს), რომლის სახელსაც ატარებს ჩემპიონატი, მამამ მამუკა ნიშნიანიძემ გახსნა.

 

ფინალზე, ასევე ქორეოგრაფიული ნომრით კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების მხარდამჭერთა გუნდი გამოვიდა.

 

„ფეფეს თასი 2022“-ის გამარჯვებული გახდა კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) გუნდი „უეჭველი კუში“, ხოლო მეორე ადგილი დაიკავა კავკასიის ეკონომიკის სკოლის (CSE) გუნდმა „არმანი“, მესამე ადგილი - კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის გუნდმა (CST) „ჰაკერსი“.

 

ასევე, გამოვლინდნენ: საუკეთესო მოთამაშე დავით ხეჩიკაშვილი; საუკეთესო მცველი ნიკუშა მუქერია; საუკეთესო მეკარე ნიკოლოზ შარვაძე.

 

ჩემპიონატის სპონსორი კომპანიები იყვნენ: სააფთიაქო ქსელი „ავერსი“, სადისტრიბუციო კომპანია VG ვაისოღლუ ჯორჯია, მაღაზიათა ქსელი „მინისო“.

 

პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცათ, კავკასიის უნივერსიტეტის ფულადი ვაუჩერები, სერტიფიკატები და პარტნიორი კომპანიის პროდუქტები, პირველ ადგილზე გასულ გუნდს ასევე გადაეცა „ფეფე“-ს გარდამავალი თასი.

 

მოთამაშეებისა და გულშემატკივრების გაფრთიანებაზე იზრუნა ენერგეტიკულმა სასმელმა რედბულმა.