საფეხბურთო ჩემპიონატი - LAWYERS LEAGUE 2024

4 მარტი 2024

1-ელ მარტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით, ქვეყნის მასშტაბით, უნივერსიტეტებს შორის, ჩატარდა საფეხბურთო ჩემპიონატი - LAWYERS LEAGUE 2024-ის გაზაფხულის სეზონი, რომელშიც კავკასიის უნივერსიტეტმა მიიღო მონაწილეობა.

 

კავკასიის უნივერსიტეტის გუნდი დაკომპლექტებული იყო სამართლისა და სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტებით.

 

ტურნირის მიზანი იყო ჯანსაღი და სპორტული ცხოვრების წესის დამკვიდრება, რასაც კავკასიის უნივერსიტეტი აქტიურად უჭერს მხარს.