კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის ინიციატივით, კავკასიის უნივერსიტეტის “Canteenarea”-ში, 24 მარტს, საერთაშორისო სტუდენტებისთვის ქართული კერძების მასტერკლასი გაიმართა, რომელსაც უნივერსიტეტის შეფ-მზარეული ანა გელაშვილი და კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტი ირაკლი კამკამიძე უძღვებოდნენ.
მასტერკლასი მიზნად ისახავდა უცხოელი სტუდენტებისთვის საქართველოს მდიდარი კულინარიული კულტურის გაცნობასა და ქვეყნის ყველაზე პოპულარული და გემრიელი კერძების ჩვენებას.
მონაწილეებმა შეისწავლეს ქართული ტრადიციული კერძის, ხინკლის მომზადება, რის შემდეგადაც, დეგუსტაცია გაიმართა.