22 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეა “- ში ჟურნალისტ მიშა მშვილდაძისა და ქართული ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტის, ლევან კაკლიანის სალონური საუბრები გაიმართა თემაზე: „იუმორი და სოციუმი“.
დისკუსიის ფარგლებში, განიხილეს ისეთი თემები როგორიცაა: იუმორის დანიშნულება; როგორ იქმნება იუმორისტული ტექსტები; ქართული უნიკალური იუმორი; იუმორი - სოციუმის მასულდგმულებელი ძალა და ა.შ
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.