საინფორმაციო შეხვედრა მხედველობის ლაზერულ კორექციასთან დაკავშირებით

17 დეკემბერი 2025

კავკასიის უნივერსიტეტში, ავერსის კლინიკასთან თანამშრომლობით, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რომელიც მხედველობის ლაზერულ კორექციას ეხებოდა.

 

შეხვედრის ფარგლებში, ავერსის კლინიკის სპეციალისტებმა სტუდენტებს გააცნეს მხედველობის ლაზერული კორექციის თანამედროვე მეთოდები, რომლებიც ტარდება უახლესი თაობის ZEISS VisuMax 800 აპარატით. მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ოპერაციის პროცესის, უპირატესობებისა და უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ.

 

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა მოკლე პრეზენტაცია, რის შემდეგაც სტუდენტებს ადგილზე ჩაუტარდათ თვალის სკრინინგი, რომლის საშუალებითაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ პირველადი მონაცემების საფუძველზე გაეგოთ, რამდენად შეეფერებოდათ ლაზერული კორექცია. ასევე, განხორციელდა მშრალი თვალის დიაგნოსტირებაც.