კავკასიის უნივერსიტეტის ანიმე კლუბის ორგანიზებით, ჩატარდა ცნობილი იაპონელი რეჟისორის, სატოში კონის, ფილმის - „პაპრიკა“-ს ჩვენება.
ფილმი სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას ჩაეფლონ იაპონურ ანიმე ხელოვნებაში და დააკვირდნენ რთულ და ინოვაციურ სიუჟეტებს, რითაც ეს სფერო გამოირჩევა.
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც სტუდენტებმა გააზიარეს თავიანთი შთაბეჭდილებები და განიხილეს ფილმის თემები,თანამედროვე საზოგადოებასა და ფსიქოლოგიასთან დაკავშირებით.