12 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები შეხვდნენ კომუნიკაციების მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენელს - შოთა შაფაქიძეს, თემაზე "იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში".
შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი თემები, როგორიცაა:
- რა ფუნქციები აქვს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს?
- მომხმარებელთა უფლებები
- რა სახის საჩივრებს განიხილავს კომუნიკაციის ომბუდსმენი?
- როგორია საჩივრების ფორმა და შინაარსი