10 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეა“-ში, სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, ჟურნალისტის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“-ს რეგიონული ოფისების მენეჯერის - ზვიად ქორიძის და ქართული ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტის - ლევან კაკლიანის, სალონური საუბრები გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა: ინფორმაცია და ღირებულებათა სისტემა; ინფორმაცია და სიცრუე;ინფო-ეპოქის მთავარი გამოწვევები; როგორია ინფორმირებული საზოგადოება; რა არის ექსკლუზიური ინფორმაცია; რა ხდება მაშინ როცა ვერ ვიღებთ სრულყოფილ ინფორმაციას.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.