შეხვედრა CU-ის სტუდენტურ კლუბებთან

6 ოქტომბერი 2023

სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის შეხვდა კავკასიის უნივერსიტეტის არსებული და ახლად შექმნილი  სტუდენტური კლუბების წარმომადგენლებს.

 

სტუდენტებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმების შესახებ.

 

აღსანიშნავია, რომ CU-ში სტუდენტებს ყოველი აკადემიური წლის დასაწყისში შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ინტერესების საფუძველზე შექმნან კლუბი და უხელმძღვანელონ მის ფუნქციონირებას.

 

გასართობ თუ პროფესიულ ინტერესებზე დაფუძნებული კლუბები უნივერსიტეტის მხარდაჭერით ატარებენ სოციალურ ღონისძიებებს, სემინარებს, პანელებსა და  კონფერენციებს, კონცერტებს, სპორტულ შეჯიბრებებს, საქველმოქმედო თუ სხვა სტუდენტურ ღონისძიებებს.