12 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, თანასწორობის კლუბის ინიციატივით, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: “ხელოვნება არ ცენზურდება”.
ლექციას უძღვებოდა რეჟისორი და “სახელოსნო 42”-ის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან წულაძე (ჭოლა), რომელმაც ხაზი გაუსვა ხელოვნების თავისუფლების მნიშვნელობას და თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, ისაუბრა ცენზურის შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო LGBTQ+ თემის მიმართ არსებულ ცენზურას.
აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით სტუდენტებთან საინტერესო დისკუსია გაიმართა.