შეხვედრა კომპანია „პულსი“-ს წარმომადგენლებთან

22 მარტი 2024

22 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, კომპანია პულსის შეხვედრა გაიმართა CU-ის სტუდენტებთან.

 

შეხვედრაზე განხილული იყო ბედნიერების არსი და მისი მიღწევის ბუნებრივი გზები, რომელიც შემეცნებითი, ინტერაქციული და ცოცხალი მაგალითებით იყო გაჯერებული. მონაწილეებმა სცადეს ეპოვათ პირადი იკიაგი (მისია) - ის თუ რა უყვართ ყველაზე მეტად? რა გამოსდით კარგად? და რა სჭირდება სამყაროს მათგან? იყო მცირე მოგზაურობა/მედიტაცია საკუთარ ემოციებში, სადაც მონაწილეებმა დაინახეს და შეიგრძნეს სასურველი თავგადასავალი.

 

შეხვედრაზე ასევე განხილული იყო პულსის მისია და აქტივობები, რომლითაც კომპანია ადამიანებს ბედნიერებისა და ბალანსის პოვნაში ეხმარება.