კავკასიის უნივერსიტეტში კომპანია „Ocean & Co“ -ს ინიციატივით, სტუდენტებთან გაიმართა ინტერაქციული შეხვედრა ციფრული მარკეტინგის შესახებ.
შეხვედრის მიზანი იყო „Ocean & Co“-ს მუშაობის პრინციპებისა და თანამედროვე მეთოდების გაცნობა, პირველი კლიენტის მოპოვებისა და ეფექტიანი კომუნიკაციისთვის საჭირო პრაქტიკული ნაბიჯების განხილვა, ასევე მოტივაციის ამაღლება და კარიერული განვითარების მიმართულებების განსაზღვრა.
შეხვედრის ბოლოს დამსწრეებს შესაძლებობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ და ამომწურავი პასუხები მიეღოთ.
