სსიპ-სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს რეკრუტირებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი პოლკოვნიკი ბეჟან კიკნაველიძე კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული სიახლეები, რომლებიც ძალაში 2025 წლის 1 იანვრიდან შედის. ამასთანავე, სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია თავდაცვის ძალებში კარიერის დაწყების სხვადასხვა შესაძლებლობებზე.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სტუდენტებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღეს ამომწურავი პასუხები.