,,სტუდფესტ 2024'' - დაჯილდოება

28 ივნისი 2024

27 ივნისს, „სტუდფესტი 2024“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს გადასცეს პრიზები შემდეგ მიმდინარეობებში:

 

  • თანამედროვე ცეკვები - მესამე ადგილი;
  • მინი ფეხბურთი - მესამე ადგილი;
  • ნომინაცია საუკეთესო ქალი მსახიობი.

 

ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი. 

 

ფესტივალი ორგანიზებული იყო სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის მიერ.

 

„სტუდფესტი 2024“ ჩატარდა საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით.