სტუდფესტი 2024

11 აპრილი 2024

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებულ „სტუდფესტს“ კავკასიის უნივერსიტეტი შეუერთდა.

 

სტუდენტებს, 2024 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში შესაძლებლობა ეძლევათ მოიფიქრონ, დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა ნოვატორული პროექტები და ჩაერთონ ფესტივალის ფარგლებში შემოთავაზებულ მრავალფეროვან აქტივობებში.

 

სტუდენტებთან შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და შეიკრა ჯგუფი, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის სახელით „სტუდფესტში“ მიიღებს მონაწილეობას და განახორციელებს მოხალისეობრივ პროექტებს.