კავკასიის უნივერსიტეტის თეატრმა „სტუდფესტი 2024“- ის ფარგლებში გამართულ ინტერმედიის კონკურსში მიიღო მონაწილეობა, სადაც ფინალურ ეტაპზე წარმატებით იასპარეზა.
ნომინაციაში საუკეთესო ქალი მსახიობი გამარჯვებული გახდა კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტი მარიამ თოდაძე.
კავკასიის უნივერსიტეტის თეატრს ხელმძღვანელობს ქალაქის თეატრის რეჟისორი გიორგი კიკნაძე.
ჩემპიონატი ორგანიზებულია სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის მიერ.
„სტუდფესტი 2024“ ტარდება საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით.