კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეაში“ ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანისა და კავკასიის უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის სტუდენტის ლევან კაკლიანის სალონური საუბრები გაიმართა.
მოწვეულმა სტუმარმა, ინტერაქციულ რეჟიმში, სტუდენტებთან ერთად განიხილა თუ როგორია თანამედროვე, თავისუფალი ჟურნალისტი; რა კავშირია ჟურნალისტიკასა და ფსიქოლოგიას შორის; როგორ მოქმედებს 21-ე საუკუნის ციფრული გამოწვევა და სოციალური ქსელები ტრადიციულ მედიაზე; სიტყვის ძალისა და განწყობის თეორიის ურთიერთკავშირი.