„საუბრები ლიბრარეა“-ში, იასუჰირო კოჯიმას საჯარო ლექცია - “ენა - როგორც ფატუმი”

16 ნოემბერი 2022

სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიების სამსახურის ორგანიზებით, პროექტის ფარგლებში- „საუბრები ლიბრარეა“-ში, კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: “ენა - როგორც ფატუმი”.

 

ლექცია ჩაატარეს იაპონელმა ქართველოლოგმა და მთარგმნელმა იასუჰირო კოჯიმამ და კავკასიის უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტმა ლევან კაკლიანმა.

 

საჯარო ლექციაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: რა არის თვითშემეცნების კვინტესენცია, რაგვარია იაპონური მსოფლაღქმა, იაპონური კულტურის მეტამორფოზა, ქართული ლიტერატურის დიდი ოდისეა, დიდი გასეირნება ლიტერატურაში, სიტყვის ძალა, ქართული სიტყვა იაპონურ საზოგადოებაში, თარგმანთა არსი და ა.შ.

 

საჯარო ლექციას ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი და გარე სტეიკჰოლდერები.