ფსიქოსოციალური სარეაბილიტაციო და საკონსულტაციო ცენტრის „180 გრადუსის“ დამფუძნებელი, დამოკიდებულის კონსულტანტ-ინსტრუქტორი ვახო მძინარიშვილი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრის თემა იყო „დამოკიდებულება- ამოუცნობი სენი“.
ლექციის მსვლელობისას სპიკერი შეეხო შემდეგ თემებს: რა არის დამოკიდებულება? როდის ყალიბდება? როგორი გამოვლინებები აქვს? თავის დაღწევის რა საშუალებები და გზები არსებობს?. სპიკერმა დეტალურად ისაუბრა საკუთარ გამოცდილებასა და დამოკიდებულების, როგორც მძიმე სენის, ტიპებსა და გამოწვევებზე.
შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის თანასწორობის კლუბის ორგანიზებით გაიმართა.